ირაკლი ღარიბაშვილი: მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წინსვლას ვუსურვებ ყველა ბავშვს ჩვენს ქვეყანაში


  • ყველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წინსვლას ვუსურვებ ყველა ბავშვს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს, მთელ მსოფლიოსთან ერთად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ.

შვილებსა და მომავალ თაობებზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უმთავრესია ყველა ბავშვისთვის თანაბარი წვდომის შესაძლებლობა ჯანმრთელობის დაცვასა და განათლებაზე.

წლიდან წლამდე სწორედ ამ მთავარი ამოცანის შესრულებას ემსახურება საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული არაერთი ნაბიჯი. წელს, პირველი ივლისიდან, ბავშვთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება კიდევ იზრდება და 232 000-მდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 465 მლნ ლარი გამოიყოფა.

ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ბავშვებისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე ზრუნვას და ჩვენი მომავალი თაობებისათვის განვითარების სულ უფრო უკეთესი შესაძლებლობების შექმნას.

ყველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წინსვლას ვუსურვებ ყველა ბავშვს ჩვენს ქვეყანაში“, – წერს ღარიბაშვილი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!