- ჩვენ დღეს, მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ დღეს, მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, რომლებიც მდებარეობს თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში. იცით, რომ ბატონი ზურაბ აზარაშვილი მუშაობს ახლა განვადებით მშენებლობის საკითხებზე მშენებელ კომპანიებთან, ძალიან მალე გამოაცხადებენ და დასრულდება აუქციონები და დავიწყებთ ათასობით ბინის მშენებლობას დევნილებისთვის. მანამ, სანამ ჩვენს დევნილებს დავაბრუნებთ აფხაზეთში და სამაჩაბლოში, მანამდე აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ ღირსეული საცხოვრებელი პირობები თბილისსა და სხვა ქალაქებში“, – განაცხადა პრემიერმა.