- დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან და სახელმწიფო რწმუნებულთან მალხაზ თორიასთან ერთად, ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
“დღეს, ჩვენ დავათვალიერეთ ენგურჰესზე მიმდინარე სამუშაოები. მოგეხსენებათ, რომ ასეთი მასშტაბური, კომპლექსური სამუშაოები 20 წელზე მეტია, არ ჩატარებულა. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 43 მილიონ ევროს, აქედან, 7 მილიონი ევროს გრანტი ჩვენ მივიღეთ ევროკომისიიდან, დანარჩენი არის EBRD-ის სესხი, მთავრობისთვის გამოყოფილი. სამუშაოები დაიწყო იანვარში და დასრულდება მაისის ბოლოს”…-განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა.
ფოტო: საქართველოს მთავრობა