ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება 2024 წლის გაზაფხულზე იგეგმება


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება 2024 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

“ეკონომიკის სამინისტროს დამატებით გამოეყოფა 150 მილიონი ლარი და ჯამში 800 მლნ ლარამდე იქნება ბიუჯეტი. შედარებისთვის მინდა ვთქვა, რომ 2012 წელთან შედარებით გაზრდილი არის 326 მლნ ლარით ბიუჯეტი. აქედან მინდა მნიშვნელოვანი სიახლე გაცნობოთ – ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ჯამურად გათვალისწინებული იქნება 70 მლნ ლარი. 50 მლნ ლარი იქნება ჩადებული 2024 წელს და 20 მლნ ლარი წელს გამოვყავით. ანუ, ჩვენი მხრიდან მობილიზებულია თანხები და ასეთი გეგმის მიხედვით, მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება. აქტიურად მიმდინარეობს ინვესტორის ერჩევა, რომელიც მალე დასრულდება. მაქსიმუმ დეკემბერ-იანვარში გამოვაცხადებთ გამარჯვებულ ინვესტორს და ჩვენ ერთობლივად დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას 2024 წლის მარტი-აპრილში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!