ირაკლი კობახიძე: ვგეგმავთ, ანაკლიაში ივნისიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავიწყოთ


  • საქართველოს პრემიერ – მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით სატენდერო პროცედურები მაისში დასრულდება.

როგორც ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, უკვე ივნისიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება.

“ანაკლიას რაც შეეხება, პროცედურები უკვე დაწყებულია. მაისის ბოლოსთვის უკვე სავარაუდოდ, გამოვლინდება კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს. უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე ივნისიდან დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

როგორც მოგეხსენებათ, უშუალოდ მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს ამ სფეროში, ანაკლიის პორტის განვითარების კუთხით. შესაბამისად, არა მხოლოდ პროცედურებს დავასრულებთ, არამედ ივნისიდან ვგეგმავთ უკვე კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით“, – დასძინა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობას ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით მკაფიო გეგმა აქვს.

„პროცედურები დაიწყება მარტში. მარტი, აპრილი, მაისი დასჭირდება ტენდერის დასრულებას. მაისის ბოლოსთვის უკვე ტენდერის პროცედურა იქნება დასრულებული, ივნისიდან იქნება შესაძლებელი სამუშოების დაწყება. ეს არის მკაფიო გეგმა, რომელიც აქვს მთავრობას და ამ გეგმას რა თქმა უნდა გავყვებით“ – აღნიშნა პრემიერმა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!