ირაკლი ბაღათურია აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობას უხელმძღვანელებს


  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა, რომელიც ჩაიბარებს განახლებულ სტრუქტურას, რომლის ჩამოყალიბებაც რეორგანიზაციის პროცესის შედეგად განხორციელდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ირაკლი ბაღათურიას საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2021 წლიდან იკავებდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თანამდებობას.

“განხორციელებული ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებულ აფხაზეთის მთავრობის სამივე წარმომადგენლობაში ფუნქციონირება განაახლა და განცხადებების მიღება დაიწყო ყველა შესაბამისმა კომისიამ.

კომისიების ფარგლებში, დროებით იძულებით გადაადგილებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ერთჯერადი მატერიალური დახმარების მისაღებად წარადგინონ შესაბამისი განცხადება, ასევე დევნილობის სტატუსის მაძიებელ პირებს შეუძლიათ მიმართონ ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და/ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით.

აღნიშნული რეორგანიზაცია მიზნად ისახავდა სტრუქტურული ერთეულების ეფექტიანობის გაზრდას, დევნილთა საჭიროებებზე მორგებულ სწრაფ და კოორდინირებულ რეაგირებასა და აფხაზეთის მთავრობის რეგიონული პოლიტიკის გაძლიერებას.”-აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 26 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!