გზების დეპარტამენტი – რიკოთის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის მოდერნიზება გრძელდება


  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე რიკოთის მაგისტრალური გზის ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთზე  მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. როგორც მინისტრმა დათვალიერების შემდეგ განაცხადა, 4-კილომეტრიან მონაკვეთზე ორი ზოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

რიკოთის 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის დარჩენილ 4-კილომეტრიან მონაკვეთზე აღმოსავლეთ–დასავლეთის მიმართულების ორი ზოლის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ტრანსპორტი მოძრაობს. ამჟამად მიმდინარეობს ორი ზოლის მოდერნიზება-მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგაც რიკოთის მაგისტრალური გზა სრულად შევა ექსპლუატაციაში.

სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 2-ზოლიანი ჩქაროსნული გზა და აშენდება 5 ახალი ხიდი.

რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა მოიცავს 52 კმ ახალ 4-ზოლიან გზას, 51 გვირაბსა და 97 ხიდს. ამ ეტაპზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 48 კმ-იანი ახალი გზით (50 გვირაბითა და 91 ხიდით), რაც მგზავრობის მანძილს 8 კმ-ით ამცირებს და ანახევრებს გადაადგილების დროს. ახალი მაგისტრალი სრულად შეესაბამება საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებს და აღჭურვილია თანამედროვე განათების სისტემით.

რიკოთის მონაკვეთი წარმოადგენს აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E60) შემადგენელ ნაწილს. ამჟამად, ავტოტრანსპორტი სარგებლობს რიკოთის ახალი მაგისტრალის 96%-ით.

პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 2.6 მილიარდ ლარს და ის ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკის (WB) სესხებითა და საქართველოს ბიუჯეტის თანადაფინანსებით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 30 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!