ინფრასტრუქტურის სამინისტრო: განმუხურის ეროზირებული სანაპირო ზოლის აღდგენა იწყება


  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვის სამუშაოებს იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.

“განმუხურის სანაპირო ზოლი წლების განმავლობაში ექვემდებარებოდა ზღვის ტალღოვანი ზემოქმედებით გამოწვეულ ეროზიას, რის შედეგადაც დაზიანდა როგორც სანაპირო ზოლი, ისე მასზე არსებული ინფრასტრუქტურა. დაზიანებულ მონაკვეთზე ნაპირი 10-12 მეტრით, ხოლო მდინარის შესართავთან – 50-60 მეტრით არის უკან დახეული. არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის სანაპირო ინფრასტრუქტურას და აფერხებს ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 1.6 კმ სანაპირო ზოლის შევსებისა და დაცვის სპეციალური სამუშაოების შესრულება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ეროზიული პროცესების ინტენსივობას და უზრუნველყოფს სანაპიროს მდგრადობას.

სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 5.5 მილიონ ლარამდეა და სრულად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

სამუშაოების შესრულების ვადად განსაზღვრულია 4 თვე სამუშაოების დაწყებიდან. 

სანაპირო ზოლების განვითარება ხელს შეუწყობს შიდა და საერთაშორისო ტურიზმის ზრდას,  გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას და მათ ეკონომიკურ აქტივობას.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 27 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!