დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ზუგდიდის წარმომადგენლობის ინიციატივით, გაიმართა საჯარო შეხვედრა “მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტები და მოსალოდნელი შედეგები”.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი შენგელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ, საზოგადოებას განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე, მოქალაქეებმა მოითხოვეს სკეიტ პარკის ტერიტორიაზე, ემ კვადრატის მიერ სასტუმროს სავარაუდო აშენებაზე სრული ინფორმაცია. “თუ ზუგდიდის საზოგადოების უმრავლესობა ჩათვლის, იმას, რომ ეს სასტუმრო გაკეთდეს, მაშინ გაკეთდება”-განაცხადა მერის მოადგილემ გიორგი შენგელიამ.
საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ ოთხსართულიანი, საერთაშორისო, ბრენდული სასტუმრო აუცილებელია ზუგდიდში, რაც შეეხება სარეკრეაციო ზონას, მამუკა წოწერია სვამს კითხვას: ” ჯერ ერთი ვინ მიანიჭა სარეკრეაციო ზონა და არის თუ არა სარეკრეაციო ზონა ბეტონით დაფარული ჰექტრობით ხრიოკი?”
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი შენგელია ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ამ თემაზე კონსულტაციებს აგრძელებენ. “ძალიან ბევრი მოსაზრება გამოითქვა, ბევრი წინადადება გაჟღერდა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოსახლეობასთან და ყველა სეგმენტთან შეთანხმებით მოხდეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება და ყველანაირად შევეცდებით მოსახლეობის ინტერესები იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული. ჩვენი მიზანია, ეს სასტუმრო აშენდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, იმისთვის, რომ საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდეს, ტურისტების ნაკადი გავზარდოთ”.
რაც შეეხება, ყინულის სახლს, რომელიც დღეს იხსნება, გიორგი შენგელია, განმარტავს, რომ სანამ ემ კვარდატი დაიწყებს მშენებლობას მოსახლეობისთვის იფუნქციონირებს, შემდეგ კი, ემ კვადრატი მას მცირე დროში გადაიტანს შეთანხმებულ ადგილას.