“მე ჯერ ბრძანება უნდა მივიღო”


გავრცელებულ ინფორმაციას, 1 ოქტომბრიდან  თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ღამის მატარებლის სავაგონო შემადგენლობის გაზრდისა და დღის ჩქაროსნული მატარებლის მოხსნის შესახებ, არ ადასტურებს საქართველოს რკინიგზის ზუგდიდის სადგურის უფროსი კობა ლაგვილავა. მისი თქმით, ,,სანამ საქართველოს რკინიგზის ” ხელმძღვანელობა არ გამოუგზავნის მას ბრძანებულებას ამ ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ,  თავს იკავებს ამ ინფორმაციის ან დადასტურების, ან უარყოფისაგან. ,,მე  ჯერ ა ბრძანება უნდ მივიღო . მანამ ვერაფერს გეტყვით. ვმუშაობთ ჩვეულებრივ რეჟიმში. არ მაქვს ინფორმაცია არც იმ  დღის მატარებლის მოხსნაზეც, რომელიც 10 აპრილიდან წარმატებით ასრულებს რეისებს და  ზუგდიდელებსაც ძალიან მოსწონთ. მარტო ვიცი, რომ ნოემბერში მთავრდება დღის მატარებლების ექსპლუატაციის ვადა. იქნებ, ამასთან დაკავშირებით ხდება რამე.  ერთი სიტყვით, ვერაფერს გეტყვით. 1 ოქტომბრამდე გვაქვს დრო და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.”

გავრცელდა ინფორმაცია ( http://szs.gov.ge/geo/news/show/10/68 ), რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ გადაწყვეტილებით, თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ღამის მატარებლის სავაგონო შემადგენლობა 1 ოქტომბრიდან გაიზრდება.  ღამის მატარებელზე დღეისათვის მოქმედი შემადგენლობა ფაქტობრივად ორმაგდება. თუ ამ დრომდე მატარებლის შემადგენლობა მხოლოდ სამი ვაგონით იყო განსაზღვრული, პირველი ოქტომბრიდან მისი რაოდენობა 7-მდე იზრდება. ცვლილება მგზავრთა ნაკადის გაზრდასაც უკავშირდება. რეგიონის მოსახლეობას საშუალება ექნება ორივე მიმართულებით უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავროს. მატარებლის ვაგონები კონდიცირების სისტემით იქნება უზრუნველყოფილი.
სს „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ჩქაროსნული ელექტრომატარებელი სარკინიგზო მაგისტრალიდან მოიხსნება. დღის მატარებელი, N870-869 თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით 10 აპრილიდან მოძრაობდა. ჩქაროსნული მატარებლის გრაფიკი ამგვარად იყო გაწერილი-თბილისი-ზუგდიდი (07:35-13:43) ზუგდიდი-თბილისი (17:45-23:45).

 

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!