ინფორმაცია, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი უფასო გახდა სიმართლეს არ შეესაბამება


  • სოციალურ ქსელში, პოეტმა ნიკა ლაშხიამ დაწერა, რომ დღეიდან, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო გახდა.

საკითხთან დაკავშირებით, “ზუგდიდელები” დაუკავშირდა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორს შალვა აგუმავას, რომელმაც განმარტა, რომ ბაღში შესვლასთან დაკავშირებით, არანაირი ცვლილება არ არის და ბაღში შესვლა ისევ ფასიანია.

პოსტის ავტორმა ჩვენს თხოვნას, განემარტა თუ რა ინფორმაციაზე დაყრდნობუთ გაავრცელა ეს პოსტი, არ უპასუხა, ბოლოს კი საერთოდ მოხსნა საკუთარი გვერდიდან.

ინფორმაციისთვის: 2022 წლის 1 თებერვლიდან ბოტანიკურ ბაღში მოქალაქეების შესვლა, ბაღის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ფასინი გახდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!