- სოციალურ ქსელში, პოეტმა ნიკა ლაშხიამ დაწერა, რომ დღეიდან, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო გახდა.
საკითხთან დაკავშირებით, “ზუგდიდელები” დაუკავშირდა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორს შალვა აგუმავას, რომელმაც განმარტა, რომ ბაღში შესვლასთან დაკავშირებით, არანაირი ცვლილება არ არის და ბაღში შესვლა ისევ ფასიანია.
პოსტის ავტორმა ჩვენს თხოვნას, განემარტა თუ რა ინფორმაციაზე დაყრდნობუთ გაავრცელა ეს პოსტი, არ უპასუხა, ბოლოს კი საერთოდ მოხსნა საკუთარი გვერდიდან.
ინფორმაციისთვის: 2022 წლის 1 თებერვლიდან ბოტანიკურ ბაღში მოქალაქეების შესვლა, ბაღის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ფასინი გახდა.