- მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევის გამო, ასეულობით მოქალაქე დაჯარიმდა.
შესაძლებელია თუ არა ჯარიმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება, რა ვადაში და სად? – აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველი მოქალაქეების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს:
- სად შემიძლია გავასაჩივრო ჯარიმის შესახებ გადაწყვეტილება?
დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება შეგიძლიათ გაასაჩივროთ ან (1) ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან (2) პირდაპირ რაიონულ (საქალაქო)სასამართლოში.
- ვინ არის ზემდგომი თანამდებობის პირი?
- რა ვადაში უნდა გავასაჩივრო ჯარიმა თუ ვასაჩივრებ სასამართლოში?
- სასამართლოს შემიძლია მივმართო საგანგებო მდგომარეობის დროსაც?
დიახ. თუ გსურთ არ გამოიყენოთ ზემდგომი თანამდებობის პირთან გასაჩივრებისუფლება და პირდაპირ მიმართოთ სასამართლოს, მაშინ ეს უნდა გააკეთოთ საგანგებომდგომარეობის რეჟიმის მოქმედების მიუხედავად.
- თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს ჩემს საჩივარს, რამდენ ხანში უნდა გადავიხადო ჯარიმა?
სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. 3 ამ შემთხვევაში, ჯარიმის გადახდის ვალდებულება იმ შემთხვევაშიც კი გაქვთ, საგანგებომდგომარეობა ისევ ძალაში იქნება თუ არა.
- რას ნიშნავს ჯარიმის შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარება?
ჩაბარება ნიშნავს დოკუმენტის ფაქტობრივ მიღებას. პოლიციელი ე.წ. ჯარიმის ქვითარს გაბარებთ ადგილზევე. 4 იმ შემთხვევაში თუ თქვენ უარს განაცხადებთ გადაწყვეტილების ჩაბარებაზე, ეს მაინც ჩაითვლება გადაწყვეტილების ჩაბარებად.
- რა ვადაში უნდა გავასაჩივრო ჯარიმა თუ ჯერ ვასაჩივრებ ზემდგომი თანამდებობის პირთან?
საგანგებო მდგომარეობის დროს ამ მიმართულებით განსხვავებული წესებია დადგენილი და თქვენ უფლება გაქვთ ჯარიმა საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ გაასაჩივროთ, 5 10 დღის ვადაში. ჯარიმის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა გასაჩივრების პროცედურების დასრულების შემდეგ.
- თუ ზემდგომი თანამდებობის პირი არ დააკმაყოფილებს ჩემს საჩივარს რა შემიძლია დამატებით გავაკეთო?
ამ შემთხვევაში უფლება გაქვთ მიმართოთ სასამართლოს. თუ პირველი ინსტანციის სასამართლო (საქალაქო/რაიონული სასამართლო) არ დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნას, შეგიძლიათ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოშიც გაასაჩივროთ. და ამით გასაჩივრების პროცედურა ამოიწურება.
- თუ არ ვაპირებ ჯარიმის გასაჩივრებას, როდის მაქვს გადახდის ვალდებულება?
თუ არ აპირებთ ჯარიმის გასაჩივრებას არც სასამართლოში და არც ზემდგომი თანამდებობის პირთან, ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა გაქვთ ახლავე, თუმცა,არაუგვიანეს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 30 დღისა.
- მაქვს თუ არა ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის უფლება?
საჩივრის შეტანისა და საქმის განხილვის დროს უფლება გაქვთ ისარგებლოთ ადვოკატის დახმარებით. 6 ხოლო იმ ეტაპზე, როდესაც პოლიციელი იღებს თქვენი დაჯარიმების გადაწყვეტილებას, ადვოკატის ადგილზე არ ყოფნა არ აჩერებს ამპროცედურას და არ წარმოადგენს თქვენი დაჯარიმების შემაფერხებელ გარემოებას.
- ჯარიმის გასაჩივრებისა და გადახდის ზემოთ განმარტებული წესები მოქმედებსმ ხოლოდ კარანტინის ან/და იზოლაციის წესების დარღვევაზე?
დიახ. თუ თქვენ ჩაიდენთ სხვაგვარ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ანდანაშაულს, დაგეკისრებათ დამატებითი პასუხისმგებლობა. მაგალითად, თუ თქვენ დაჯარიმების პროცესში არ დაემორჩილებით პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, ესდამატებით გამოიწვევს დაჯარიმებას ან/და შეიძლება მოჰყვეს შედეგად პატიმრობასაც კი.
- თუ კარანტინის ან/და იზოლაციის წესებს მეორედ დავარღვევ ისევ ადმინისტრაციული წესით დავჯარიმდები?
არა. ამ შემთხვევაში თქვენს მიმართ დაიწყება სისხლისსამართლებრივიპროცედურები. განმეორებითი ქმედება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. დღეის მდგომარეობით, ამისთვის გათვალისწინებულია 3 წლამდე ვადითთავისუფლების აღკვეთა. 7 ხოლო საქართველოს პარლამენტის მიერ სისხლისსამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2 მაისის შემდეგ ჩადენილი იგივე ქმედება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით.
თუმცა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ წესების განმეორებით დამრღვევ ყველაპირს ავტომატურად დაეკისრება თავისუფლების აღკვეთა მაქსიმალური ვადით (3 ან6 წლით), არამედ საქმე გადაეცემა სასამართლოს, რომელიც ინდივიდუალურადშეაფასებს თქვენ მიერ ჩადენილ ქმედებას, მის სიმძიმეს, საშიშროებას, თქვენსბრალეულობას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მათ შორის, თქვენიბრალეულობის დადგენის შემთხვევაში სასამართლო იმსჯელებს სასჯელის ინდივიდუალურ ზომაზე.