- ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 10 სექტემბერს ზუგდიდის რაიონიდან 253 ნიმუშის კვლევა განხორციელდა ლაბორატორიაში (აქედან 82 საბერიო).
მათ შორის პაციენტი 8, მედპერსონალი 140, კარანტინიდან 5, თვითიზოლაციიდან 4, შსს 11, ეპიდკერაში მყოფი პირი 2, დიალიზზე მყოფი პირი 1, დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები საბერიოდან 82.
შედეგები საბერიოს კონტაქტებიდან 28 დადებითია, დანარჩენი უარყოფითია. ერთი პაციენტი რუხის კლინიკიდან ორჯერადი უარყოფითი შედეგით გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი შუალედურად გაიტესტა და ისიც უარყოფითია