- ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
ინფექციური საავადმყოფოს პრესამსახურის ინფორმაციით, ოთხივე პაციენტი თავს კარგად გრძნობს და მათ არც ცხელება აქვთ და არც სხვა სიმპტომატური ნიშანი.
პაციენტები 19 მარტს დაბრუნდნენ თურქეთიდან და ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.