- ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში COVID 19-ზე დღეს 31 პაციენტს გამოიკვლევენ, მათ შორის არის სენაკის ცხელების ცენტრის მედპერსონალი. დანარჩენი პაციენტები ხობის, სენაკისა და რუხის ცხელების ცენტრის პაციენტები არიან.
“უკვე დავიწყეთ მუშაობა მორიგ PCR კვლევებზე და გვაქვს სამი რეგიონის პაციენტების ბიოლოგიური მასალა. ერთობლიობაში გამოვიკვლევთ 31 პაციენტის ბიოლოგიურ მასალას PCR ტესტების საშუალებით. ხვალიდან კი კვლევაზე მესტიის მუნიციპალიტეტიდან შემოსულ ბიოლოგიურ მასალებს გამოვიკვლევთ”-აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი ლელა ქაჯაია.
დღევანდელი PCR კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.