- ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული ლიეტუვას მოქალქე გაწერეს.
ექიმ-ინფექციონისტის ლალი დარახველიძის ინფორმაციით: “პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა. მას არ აღენიშნებოდა სიმპტომები. ამიტომაც სტაციონარიდან დღეს დილით გაეწერა.”
ლიეტუვას მოქალაქემ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, გუშინ, მიმართა და ის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებოდა.