ინტელექტუალების დღე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში-პირობითად ასე შეიძლება შევარქვათ დღევანდელ დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, რადგან დღეს, იქ, გაიმართა სასახლის ორი ინტელექტუალური თამაშის “რა, სად, როდის” და “ჭკუის კოლოფის” მორიგი ტურები.ინტელექტუალური თამაშების “რა? სად? როდის?” (ხელმძღვანელი ჯენეტ ქვარცხავა) მესამე თამაშში 35-მა გუნდა მიიღო მონაწილეობა. პირველ ტურში დაწინაურდნენ გუნდები: “ლილე” (ყულიშკარი) და “სრა”(მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე). მეორე ტურში ლიდერობს “ჯინსების თაობა” (მე-2 საჯარო სკოლის გუნდი). “რა? სად? როდის?” მეოთხე ტური დაინიშნა 21 დეკემბერს.
დღესვე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში უმცროსკლასელთა კლუბმა (ხელმძღვანელი ნათია ჭითანავა) ჩაატარა ინტელექტუალური თამაშის ,,ჭკუის კოლოფი” მესამე ტური, რომელშიც ქალაქისა და რაიონის საჯარო სკოლების 25 გუნდი მონაწილეობდა. ინტელექტუალური თამაშის ,,ჭკუის კოლოფი” მეოთხე ტური ჩატარდება 4 თებერვალს. თამაში გრძელდება სასწავლო წლის ბოლომდე.