ინგირში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე 1475 მეტრი სიგრძის საავტომობილო გზა რეაბილიტირდა


  • ზუგდიდის სოფელ ინგირში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე 1475 მეტრი სიგრძის საავტომობილო გზა რეაბილიტირდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე სისტემა და მოსახლეობის ეზოებთან მისასვლელები.

უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს რეგიოენბში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების საერთო ღირებულება 1 331 700 ლარს შეადგენს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

two × five =

Akismet ანტისპამი