ინგა ახალაია: “გულგატეხილი, ხან ხელს ჩაიქნევ, ხან, ეს ცხოვრება შეგიყვარდება”


  • ინგა ახალაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კახათის მეორე საბავშო ბაღის მუსიკის მასწავლებელია, პარალელურად შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია. ინგა ლექსებს, სცენარებს და ჩანახატებს წერს.
ინგა ახალაია: თავიდან ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ვერ დავამთავრე. გადავწყვიტე მუსიკალური განათლება მიმეღო. დღეს, პატარებთან ვმუშაობ. მომწონს საქმე, რომელსაც ვაკეთებ.
-ყველაზე მეტად, ჩემი სამშობლო-საქართველო მიყვარს. ამიტომ, ძირითადად ვწერ სამშობლოზე. ვწერ სხვა თემებზეც. სხვათაშორის, ცუდ ხასიათზე ყოფნის დროს, წერა ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშულებაა. ვფიქრობ, ასეთ დროს, საუკეთესო ნაშრომი გამომდის.
-პირველი ლექსი გახსოვთ?
-ლექსების კრებული თუ გაქვთ?
-კრებული არ მაქვს, მაგრამ რამდენიმე ლექსი დაიბეჭდა.
-პოეზიის საღამოები თუ ჰქონიათ? 
-ადრე, მქონდა, თბილისში სტუდენტურ-ახალგაზრდული დღეების ფარგლებში. მახსოვს, თავიდან ვღელავდი, ემოციების ქვეშ ვიყავი, მაგრამ ნერვიულობამ თანდათანობით გამიარა. აუდიტორიის წინაშე დგომა  სულ სხვა შეგრძნებაა.
-ვინ არის თქვენი გზამკვლევი ლიტერატურაში?
-პირველ რიგში, დედა. ის არის ჩემი პირველი მასწავლებელი და ნიჭის ქომაგი. შემდეგ ჩემი პედაგოგები, პოეტები, მწერლები, რომელთა შემოქმედებაც ჩემთვის ბევრჯერ გამხდარა მუზა.
-საყვარელი პოეტი?
-მუხრან მაჭავარიანი, ანა კალანდაძე, აკაკი წერეთელი და რა თქმა უნდა, გენიალური გალაკტიონ ტაბიძე.
-ვინ არის თქვენი შემოქმედების შემფასებელი?
-ალბათ, მომღერალი, მსახიობი, ან სულაც იუმორისტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!