იმისათვის, რომ 10 წლით გაახალგაზრდავდეთ,


როგორც პრაქტიკამ აჩვენა, მნიშვნელობა არ აქვს, რა ღირს ის კოსმეტიკური საშუალებები, რომლებითაც თავს უვლით. მთავარია, რამდენად სწორად და დროულად მიხედავთ სახეს, რათა შეაჩეროთ დაბერების პროცესი.
1.გაწმენდა
სტატისტიკის მიხედვით, 10-დან 4 ქალი მაკიაჟით იძინებს, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. ძილის წინ სახის გაწმენდა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უნდა მოვამზადოთ სახე სხვა კოსმეტიკური პროდუქტების ზემოქმედებისთვის.
სახისა და ყელის გაწმენდა დღეში 2-ჯერ არის საჭირო: დილით ზედმეტი ცხიმისგან, ხოლო საღამოს მტვრისა და კოსმეტიკისგან. შეარჩიეთ გამწმენდი
საშუალება თქვენი კანის ტიპის მიხედვით. ცხიმიანი კანისთვის დასაბანი ქაფი ან გელი გამოდგება, ხოლო მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის – გამწმენდი რძე.
წაისვით გამწმენდი საშუალება მასაჟური ხაზებზე, თან მსუბუქად დაიმასაჟეთ. გაიჩერეთ დაახლოებით 20 წამი და ჩამოიბანეთ. თვალის მაკიაჟის ჩამოსაშორებლად სპეციალური ლოსიონები თუ ზეთოვანი საშუალებები გამოიყენეთ.
2. ტონიზირება
იმისათვის, რომ კანი აღვადგინოთ გაწმენდის შემდეგ, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ტონიკი. შეარჩიეთ ისეთი, რომელშიც შედის ვიტამინი C. ის არა მხოლოდ გამოგიცოცხლებთ კანს, არამედ დაიცავს მას თავისუფალი რადიკალებისგან. გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს ვარდის წყალს (მისი შეძენა აფთიაქში შეგიძლიათ) – ის ასი პროცენტით ბუნებრივი პროდუქტია.
3.გაჯერება
იმისათვის, რომ კანის მოვლის პროგრამაში ჩართოთ ანტიასაკობრივი პუნქტი – გამოიყენეთ შრატები. როგორც წესი, შრატები შეიცავს იმაზე დიდი კონცენტრაციის მქონე კანისთვის სასარგებლო ნივთიერებებს, ვიდრე კრემები და გელები.
შრატის სპეციალური ფორმულა საშუალებას აძლევს აქტიურ ინგრედიენტებს, ღრმად შეიჭრას ეპიდერმისის შრეში. შრატები არსებობს როგორც ზეთოვანი, ასევე წყლის კონსისტენციის და რა თქმა უნდა, თითოეული სხვადასხვა ტიპის კანისთვის არის განკუთვნილი.
წაისვით პროდუქტი თხელ ფენად დღეში ორჯერ. ზოგიერთი გამაახალგაზრდავებელი შრატი შეიცავს რეტინოლს, რომელიც კანს მზის მიმართ მგრძნობიარეს ხდის. ამიტომაც ქუჩაში გასვლის წინ გამოიყენეთ SPF-ფილტრიანი კრემი.

4. თვალის ირგვლივ კანის მოვლა

სანამ კანი შრატს იწოვს, თვალის ირგვლივ კანსაც მიხედეთ. ეს ზონა ყველაზე ფაქიზია და მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიოთ კრემი და ასევე სწორად წაისვათ.
წაისვით თვალის ირგვლივ კანისთვის განკუთვნილი კრემი მსუბუქი მოძრაობით. შემდეგ თითების ბალიშებით მსუბუქად დაირტყით კანზე ერთი წუთის განმავლობაში. თუკი მკვეთრად გამოხატული ნაოჭები გაქვთ, ერთი კრემი საკმარისი არ იქნება. ამ შემთხვევაში დამატებითი საშუალება – თვალის ირგვლივ წასასმელი შრატიც დაგჭირდებათ, რომელსაც თვალის კრემის ქვეშ ისვამენ.
5. დატენიანება და კვება
კრემის დროც მოვიდა. ხარისხიანი პროდუქტი კანს არბილებს, ხდის გლუვს და ატენიანებს მას. ყურადღება მიაქციეთ კრემის შემადგენლობას: ანტიასაკობრივი კრემი უნდა შეიცავდეს ნაიცინამიდს, რეტინოლს, ჰიალურონის მჟავას, მცენარეულ უჯრედებს, პეპტიდურ კომპლექსსა და დამამშვიდებელ ეთერზეთებს.
აი, ეს გახლავთ კანის გამაახალგაზრდავებელი ძირითადი ნაბიჯები. მეტი შედეგის მისაღწევად კანის მოვლისას საჭიროა დამატებით: კვირაში 1-2-ჯერ სკრაბის გამოყენება და გამაახალგაზრდავებელი ნიღბების გაკეთება, რა თქმა უნდა, კანის ტიპის შესაბამისის.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!