დღეს,ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ასოციაციის “იმედი”- დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის” ორგანიზებით დისკუსია თემაზე “ქართულ-აფხაზური კონფლიქტი -რეალობა და პერსპექტივები” გაიმართა. დისკუსიაში მომხსენებლების სტატუსით მონაწილეობდნენ: მერაბ ქვარაია- ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; გიორგი კანაშვილი -“კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი; ნონა თაკალანძე -ისტორიის აკადემიური დოქტორი.
შეხვედრას ზუგდიდიში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული პირები დაესწრნენ