იაპონიის საელჩომ თბილისს 100 ძირი საკურას ნერგი აჩუქა


  • თბილისის მერიამ და იაპონიის საელჩომ ბოტანიკურ ბაღში გამწვანების აქცია მოაწყვეს. ღონისძიების ფარგლებში დაირგო 100 ძირი საკურას ნერგი, რომელიც იაპონიის საელჩომ დედაქალაქს საჩუქრად გადასცა. აქცია გაგრძელდება და ბოტანიკურ ბაღს მალე სხვადასხვა ჯიშის მცენარეები შეემატება.

“იაპონიის საელჩოს ხელმძღვანელობით ჩვენ გადმოგვეცა 100 ძირი საკურას ნერგი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას, იაპონიის საელჩოს და ბატონ ელჩს. ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობები, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის და დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ ჩვენ ძალიან  დიდი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენ ხალხს შორის, ჩვენ ქვეყნებს შორის კიდევ უფრო დავაახლოვოთ ურთიერთობები,”  – განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!