ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება-“თქვენ საქართველოს იმედად” გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური ბიბლიოთეკის, ასევე N2 და N3 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალების მკითხველებმა. ღონისძიებაზე წაკითხულ იქნა 9 აპრილზე დაწერილ თხზულებათა ნაწყვეტები, ლექსები, შესრულდა მუსიკალური ნომრები.
ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი, ყოველთვის აღნიშნავს 9 აპრილს და პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას. „ეს დღე არის საქართველოს ტკივილიც და სიხარულიც. 9 აპრილს გამოცხადდა და აღსდგა დამოუკიდებლობა. დღევანდელი ღონისძიებით ჩვენ პატივის მიგება გვინდოდა 9 აპრილის დაღუპულებისთვის“.