თუ ყავას ყოველ დილით სვამთ….


ბევრისთვის დღის ყავით დაწყება ერთგვარი რიტუალია… ყავის გარეშე ბევრს ძალიან უჭირს გამოფხიზლება. მეცნიერებს ყავის მოყვარულებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია აქვთ. აი, რატომ უნდა დალიოთ ყავა ყოველ დილით:
ყავა ანტიოქსიდანტების წყაროა
ადამიანის ორგანიზმი ყავიდან უფრო მეტ ანტიოქსიდანტებს იღებს, ვიდრე ხილ-ბოსტნეულიდან.
ყავის სურნელს ანტისტრესული ეფექტი აქვს
სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ყავის არომატი განსაკუთრებულად მოქმედებს ტვინის დაძაბულობაზე და ეხმარება მას სასიამოვნო რამეებზე იფიქროს.
ყავას შეუძლია პარკინსონის დაავადების სიმპტომების შემცირება
პარკინსონით დაავადებულს ყავა ეხმარება უკეთ აკონტროლოს საკუთარი მოძრაობები. ყავა კარგია ღვიძლისთვის (განსაკუთრებით, თუ ალკოჰოლს ეტანებით) იმას, ვინც თუნდაც ერთ ფინჯან ყავას სვამს დღეში, 20%-ით უმცირდება ციროზის განვითარების რისკი.
ყავა ამცირებს კანის კიბოს განვითარების რისკს
ეს ინფორმაცია განსაკუთრებით ქალებისთვის იქნება საინტერესო, რადგან სწორედ ქალებს უმცირდებათ კანის კიბოს განვითარების რისკი.
ყავა აუმჯობესებს სპორტულ შედეგებს
ყავა წვავს ცხიმებს და მათ ენერგიად გარდაქმნის.
ყავა ამცირებს შაქრიანი დიაბეტით დაავადების რისკს
4 ფინჯანი ყავა დღეში 50%-ით ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს.
ყავა კარგია ტვინისთვის
ყავა ადამიანის ტვინს უფრო ეფექტურ მუშაობაში ეხმარება.
ყავა აძლიერებს ბედნიერების განცდას
გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ადმიანები, რომლებიც კვირაში თუდაც 4 ფინჯან ყავას სვამენ, 10%-ით ნაკლებად დეპრესიულები არიან, ვიდრე ისინი, რომლებიც საერთოდ არ სვამენ ამ არომატულ სასმელს.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!