“თორმეტიანელები” და “ზვიადისტები” საპრეზიდენტო არჩევნებზე


დღეს, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში, საზოგადოებრივმა მოძრაობამ “12-იანელები–ღირსეული საქართველოსთვის”, მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები.

ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის მწერლის მერაბ შათირიშვილის ინფორმაციით, ორგანიზაცია დაფუძნდა 21 ოქტომბერს და დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით ორი ათასზე მეტ წევრს აერთიანებს. “ჩვენი ინიციატივით, სახსრებით, შესაძლებლობებით, ვიბრძვით და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ “ქართული ოცნების” შეცდომების ხარჯზე არ მოვიდეს “ნაციონალური მოძრაობა”. “ნაციონალური მოძრაობა” ხალხის რჩეული პარტია არ არის. ის მხოლოდ და მხოლოდ წარმატებას აღწევს “ქართული ოცნების” შეცდომების ხარჯზე.”

მისი განმარტებით, “ნაციონალურ მოძრაობას” არცერთ შემთხვევაში არ მისცემენ უფლებას, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. მერაბ შათირიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა შეცდომები აღიარა, მან მოგვიწოდა საზოგადოებას, რომ მისცენ შანსი, ამიტომ აუცილებელია ქართველმა ხალხმა უნდა მისცეს შანსი ბიძინა ივანიშვილს, დაიწყოს სწორი ვერტიკალით ქვეყნის მართვა და მეორე ტურში “ნაციონალურ მოძრაობას” საბოლოოდ უნდა ვუთხრათ უარი.

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ყოფილმა წარმომადგენელმა როსტევან გვარამიამ ღნიშნა, რომ ყოველთვის ემახსოვრებათ კატაკლიზმები, რაც საქართველოში მოხდა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციით დიდი ფუნქციური დატვირთვა არ აქვს.

დღევანდელ შეხვედრაზე, სიტყვით გამომსვლელებმა გაიხსენეს და დაგმეს “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის ცხრა წელი.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!