თინათინ ბოკუჩავა: მოახდინეს ჩემთვის თავისუფლების შეზღუდვა


  • “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი თინათინ ბოკუჩავა იმ პირების დასჯას ითხოვს, რომლებმაც ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

“ჩვენ დღეს შევიტანეთ საჩივარი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ვითხოვთ დაუყონებლივ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა იმ პოლიციელების მიმართ, რომლებმაც გადაამეტეს უფლებამოსილება 19 მაისს ზუგდიდში საარჩევნო უბანზე. მოახდინეს ჩემთვის უკანონო თავისუფლების შეზღუდვა. ეს ისჯება კანონით. ჩვენ მოვითხოვთ დაუყონებლივ სისხლის სამართლებრივ დევნაში მიეცნენ ეს ადამიანები, კონკრეტულად კახაბერ მურადაშვილი და მისი ხელქვეითი მამუკა ჯანანაშვილი. ასეთი ადამიანების ადგილი საქართველოს პოლოციაში არ არის. ისინი არიან საქართველოს პოლიციის სირცხვილი. ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს, იმისთვის, რომ კანონის სრული სიმკაცრით პასუხი აგონ ამ ადამიანებმა და ყველა იმ პოლიციელმა, რომელმაც ამ უკანონობაში მიიღეს მონაწილეობა.”-განაცხადა ბოკუჩავამ.

19 მაისს, თინათინ ბოკუჩავა სამართალდამცავებმა #9-ე საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!