თიბისი x აზროვნების აკადემია: შემეცნებითი ტურნე რეგიონებში


21 ივნისიდან 26 ივლისის ჩათლით აზროვნების აკადემიის ლექტორები – მარინა კაჭარავა, ზურა მხეიძე, ანდრო დგებუაძე, რეზო კორინთელი, ნინო ბუაძე და დეკანოზი თეოდორე გიგნაძე – ესტუმრებიან საქართველოს ათ რეგიონს. მომხსენებლები, ისაუბრებენ ისეთ აქტუალურ და საჭირო თემებზე, როგორებიცაა: თვითშეფასება, სტრესის მართვა, ურთიერთობები, ოჯახი და მისი ფუნქციები და სხვა.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება შემდეგ ქალაქებში: საჩხერე, ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თელავი, გურჯაანი, მესტია, ქუთაისი, ზუგდიდი და ფოთი.  შეხვედრები იქნება საჯარო და რეგიონებში მცხოვრებ ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება დასწრება.

შეხვედრების პირველ ნაწილს ექნება ინფორმაციული ხასიათი, ხოლო მეორე ნაწილი კი ინტერაქციას დაეთმობა, სადაც აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა მომხსენებელს დაუსვას თემის ირგვლივ მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვები.

შეხვედრებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე! დეტალური ინფორმაცის მისაღებად და შეხვედრებზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 17 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!