თიბისი კაპიტალის ჩართულობით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა


  • თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში შერწყმა/შეძენის ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება შედგა – „სილქროუდჯგუფმა” სასტუმრო Rooms Kokhta-ს შენობაშეიძინა, რომელიც “აჭარაჯგუფის” საკუთრებაში იყო. თიბისი კაპიტალმა ამ ტრანზაქციაში გამყიდველის ექსკლუზიური მრჩევლის როლი შეასრულა. 

თიბისი კაპიტალის მრჩეველთა გუნდის ჩართულობით შეთანხმება უმოკლეს ვადაში, ორთვეზე ნაკლებ დროში, განხორციელდა. გაყიდვის პროცესი მოიცავდა: ბიზნესის შეფასებას, მყიდველის მოძიებას, მხარეთა შორის მოლაპარაკებაში მონაწილეობასა და ტრანზაქციის წარმატებით დახურვას.  

ბაკურიანში 2019 წლიდან გახსნილი Rooms Kokhta 95 სასტუმრო ოთახს აერთიანებს. ახალ ბრენდზე, ობიექტის მართვასა და განვითარებაზე “სილქროუდ ჯგუფში” შემავალი კომპანია “სილქჰოსფითალითი” იზრუნებს. ახალი მფლობელების მიზანია, სასტუმრო გახდეს ოთხივე სეზონზე მიმზიდველი დანიშნულების წერტილი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.  

“სილქროუდ ჯგუფსა” და “აჭარაჯგუფს” შორის ტრანზაქცია თიბისიკაპიტალისთვის შერწყმა/შეძენის მე-9 გარიგებაა. საინვესტიციო ბანკს ამ მიმართულებით 3 ქვეყანაში – საქართველოში, უკრაინასა და უზბეკეთში – ჯამურად 350 მილიონი დოლარის მოცულობის ტრანზაქციები აქვს განხორციელებული.  

„თიბისის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ორ ყველაზე მსხვილ კომპანიასთან. მოხარულივარ, რომ ამ ორ ჯგუფს შორის გარიგება სწორედ თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობით განხორციელდა. ჩვენი გუნდი კლიენტებს ეხმარება ახალი შესაძლებლობების მოძიებასა და შემდგომ სტრატეგიული გადაწყვეტილებების აღსრულებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი წარმატებული ტრანზაქცია ხელს შეუწყობს ამ მიმართულებაში ახალ გარიგებებს“,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.  

„თიბისი ბანკი აჭარა ჯგუფის მრავალწლიანი პარტნიორია. მნიშვნელოვანია, რომ ბანკი ჩვენს გუნდსა და სამომავლო ხედვას პირველივე ნაბიჯებიდან ენდობა და ფინანსურ პარტნიორობას უწევს. თიბისი კაპიტალთან კი აჭარა ჯგუფი მისი დაარსების დღიდან თანამშრომლობს, რაც არაერთ წარმატებულ პროექტში გამოიხატება, მათ შორის, ამ შეთანხმებაში. წარმატებას ვუსურვებთ „სილქ როუდ ჯგუფს“ როგორც სასტუმროს, ასევე რეგიონის განვითარების ხედვის განხორციელებაში“,- ლუკა თავზარაშვილი, „აჭარა ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი.

“მოხარული ვართ, რომ გარიგება“აჭარა ჯგუფთან” წარმატებით დაიხურა. “სილქჰოსფითალითის” პორტფელს კიდევ ერთი საინტერესო აქტივი შეემატა. ქონების გამოსყიდვის პროცესი დასრულებულია და ჩვენი გუნდი უმოკლეს დროში შეძლებს საოპერაციო კუთხით სასტუმროს გადმობარებას. “სილქროუდჯგუფი”  და მისი დამფუძნებლები ათწლეულებია განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებენ სამთო-სათხილამურო სპორტს, მის განვითარებასა და პოპულარიზაციას. ამ ხედვის კვალდაკვალ კიდევ უფრო დიდი შემართებით მოხდება ბაკურიანის კურორტისა და კონკრეტულად სასტუმროს განვითარება”,-ნონა ონიანი, “სილქროუდ ჯგუფის” ფინანსური დირექტორი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 29 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!