თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი


  • ბიზნესებისთვის თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა და ამისთვის, ბანკის ფილიალში, კომპანიის წარმომადგენლის  ვიზიტი საჭირო აღარ არის.

თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის ახალი ფუნქციონალით, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, რამდენიმე წუთში, დამატებითი პროცედურების გარეშე  ჩაერთონ სახელფასო პროექტში, თანამშრომლებისთვის გააქტიურონ სახელფასო ბარათები, დაზოგონ დრო და კიდევ უფრო გაიმარტივონ ბანკთან ურთიერთობა.

სახელფასო პროექტში ჩასართავად, საკმარისია თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის შეთავაზებების გვერდიდან სახელფასო შეთავაზების არჩევა და საჭირო მონაცემების შევსება, რის შემდეგაც კომპანიას თიბისის წარმომადგენელი დაუკავშირდება.

„ჩვენთვის მომხმარებლების დრო ძალიან ღირებულია. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ, ბიზნესებს დისტანციური სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ და მათი სურვილები და საჭიროებები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. დარწმუნებული ვარ, ახალი სერვისი თანაბრად  დაუზოგავს დროს, როგორც სტარტაპების,  ისე – დიდი კომპანიების HR მენეჯერებს თუ ხელმძღვანელ პირებს“, – ია კალმახელიძე, თიბისის სახელფასო მიმართულების ხელმძღვანელი.

თიბისის სახელფასო პროექტის და მასში ჩართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/business/daily-banking/payroll.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 29 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!