თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება


  • 4 დეკემბერს, თბილისში, ბიზნესგამოფენა „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართება და მასში მონაწილეობას 55-მდე ქართული ბიზნესი და 3000-ზე მეტი სტუმარი მიიღებს.

ღონისძიება გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით იმართება. ბიზნესგამოფენის მიზანია, მონაწილე კომპანიებს მისცენ უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია გააცნონ პოტენციურ მომხმარებლებს, შეხვდნენ  სხვადასხვა სექტორის  ლიდერ კომპანიებს და მათ წარმომადგენლებს და საფუძველი ჩაუყარონ ერთობლივ თანამშრომლობას.

სპეციალურად ღონისძიებისთვის, ადგილზე მოეწყობა სივრცე B2B შეხვედრებისთვის. გამოფენის მიმდინარეობისას, კომპანიები მოწვეული სტუმრებისთვის გაათამაშებენ სპეციალურ პრიზებსაც.

ბიზნესგამოფენაში მონაწილეობა უფასოა და ამისათვის მხოლოდ რეგისტრაციის გავლაა საჭირო, შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/27ASHPoxB1w5VUM78 .

გამოფენა თბილისში უკვე სამი წელია იმართება და მასში არაერთმა მსხვილმა თუ საშუალო ბიზნესმა, მათმა დამფუძნებლებმა და დირექტორებმა მიიღეს მონაწილეობა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 31 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!