თიბისის მობაილბანკში სიახლეა – გაიგე, რომელია შენს მიზნებზე მორგებული სმარტ პორტფელი და დაიწყე ინვესტირება მარტივად


  • ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი – სმარტ პორტფელები დაემატა – შენს მიზნებზე მორგებული და ავტომატურად მართვადი.

განაახლე თიბისის მობაილბანკის აპლიკაცია. შენი მიზნებისა და რისკიანობის დასადგენად, საინვესტიციო პლატფორმაზე შეავსე მარტივი კითხვარი. პასუხების მიხედვით განისაზღვრება რომელია შენთვის რეკომენდებული სმარტ პორტფელი – კონსერვატიული, დაბალანსებული, თუ დინამიური.

შესაძლებლობა გაქვს შენთვის რეკომენდებული, ან შენთვის სასურველი პორტფელი აირჩიო.

კონსერვატიული პორტფელი გათვლილია იმ მიმხმარებლებზე რომლებიც სტაბილურობას ანიჭებენ უპირატესობას და მზად არიან, ნაკლები რისკის სანაცვლოდ, შედარებით მცირე სარგებელი მიიღონ.რისკი და სარგებელი – დაბალი. 

დაბალანსებული პორტფელი გათვლილია იმ მომხმარებლებზე,ვისაც საშუალოვადიან პერსპექტივაში თანხის დაბანდება და საფონდო ბირჟის ზრდის ტენდენციით სარგებლის მიღება სურთ. რისკი და სარგებელი – საშუალო. 

დინამიური პორტფელის მიზანი გრძელვადიან პერიოდში მაქსიმალური სარგებლის მიღებაა და ის გათვლილია ისეთ ინვესტორებზე, რომელთაც შედარებით მაღალი რისკი და მერყეობა არ აშინებთ.რისკი და სარგებელი – მაღალი. 

პორტფელის მინიმალური ინვესტიციის მოცულობა $20-ია.

გაიგე, რომელია შენს მიზნებზე მორგებული სმარტ პორტფელი და დაიწყე ინვესტირება მარტივად: https://link.tbc.ge/Smart-inv


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

12 − 7 =

Akismet ანტისპამი