თიბისის ბიზნეს მობაილ ბანკის ფუნქციონალები, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს


  • თიბისის ბიზნეს მობაილბანკს, მომხმარებლების ყოველდღიური ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად, ფუნქციონალები მუდმივად ემატება.  

ამჯერად, იმ ფუნქციონალების შესახებ მოგიყვებით, რომელთა საშუალებით, ბიზნესსაქმიანობისთვის ძალიან საჭირო მომსახურების მიღება მარტივად, რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშეა შესაძლებელი. 

  • თანამშრომლების მენეჯმენტი – კომპანიის დირექტორს შესაძლებლობა აქვს, ბიზნეს მობაილბანკში თანამშრომელი დაამატოს და მას კონკრეტული უფლებები მიანიჭოს (დადასტურების, რედაქტირების და ა.შ). აღნიშნული ფუნქციების მინიჭება შესაძლებელია კონკრეტული ვადით. ვადის გასვლის შემდეგ კი, მობაილბანკითვე, შესაძლებელია დროის გახანგრძლივება. 
  • KYC –იცნობდე შენს მომხმარებელსაღნიშნული ფუნქციონალი გულისხმობს ბიზნესმომხმარებლის მიერ, პირადი ინფორმაციის შევსებასა და განახლებას, უკვე ონლაინ. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მონაცემებს არ განაახლებს, მას შეეზღუდება წვდომა საკუთარ ანგარიშებსა და ფინანსურ საკითხებზე. 
  • SMS OTP-ის დადასტურება – ფინანსური ოპერაციების (ტრანზაქციების, კომუნალური გადახდების, გადარიცხვების) განხორციელება უკვე SMS კოდის საშუალებითაა შესაძლებელი და ამისათვის დიჯიპასის გამოყენება აღარ დაგჭირდებათ. 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 31 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!