- თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე დასარეგისტრირებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. განაცხადების მიღებამდე 1 დღე დარჩა. 15 ივნისამდე, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ პროექტის ვებ-გვერდზე.
ამ დრომდე, მონაწილეობის სურვილი 400-მდე ბიზნესმა გამოთქვა და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. რიგით მე-9 ბიზნესდაჯილდოებაზე, ფინალისტების და გამარჯვებულების ვინაობა დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი და მათ, სპეციალურად პროექტისთვის შერჩეული ჟიური გამოავლენს.
წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება ბევრი საინტერესო სიახლით დაბრუნდა, მათ შორის ახალი ნომინაციით – საუკეთესო ფრილანსერი. ბიზნესებს, წელს, 5 კატეგორიაში შეუძლიათ დარეგისტრირება:
საუკეთესო პროდუქტი
- საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
- გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
4. გამორჩეული როლი რეგიონში 5.საუკეთესო ფრილანსერი
გამარჯვებულებისთვის სამი კატეგორიის პრიზია დაწესებული. თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიოს ჯილდოდან ერთ-ერთი: ახალი ვებ-გვერდი; ბრენდინგი ან საკომუნიკაციო მხარდაჭერა.
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია – Visa. მხარდამჭერი – აჭარა ჯგუფი. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia