თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა


  • თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) ორგანიზებით, თიბისის კორპორატიული კლიენტებისთვის სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი გაიმართა. ღონისძიება შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს(SECO) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. მასტერკლასს მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების მიზანი სანქციებთან დაკავშირებით ცნობადობის გაზრდა, რისკების შემცირება და შედეგად, ბიზნეს საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნება იყო.

მასტერკლასს საკონსულტაციო კომპანია Skyward Solutions-ის ექსპერტები უძღვებოდნენ. სპიკერებმა დამსწრეებს პრაქტიკული ინფორმაცია გაუზიარეს: სად და როგორ მოძებნონ სანქციების შესახებ ინფორმაცია, როგორ მოახდინონ რისკების იდენტიფიცირება და მართვა; ასევე, როგორ იპოვონ სანდო კომპანიები და არხები საერთაშორისო ვაჭრობისას.

თიბისი, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ზედმიწევნით მიჰყვება ყველა საერთაშორისო რეგულაციას, რაც ბანკისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ამის პარალელურად, ბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო რეგულაციებზე სრულყოფილი ინფორმაცია პარტნიორებსაც მიაწოდოს, რაც კომპანიებს დაეხმარება წინასწარ გააანალიზონ რისკები და შექმნან სტაბილური და დაცული ბიზნესგარემო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 32 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!