- ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიებს რიგითი ნომრები მიანიჭა.
ჟურნალისტებს ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განუმარტა, რომ დღევანდელ შეხვედრას არ დასწრებიან პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების”, „ნაციონალური მოძრაობის” და „გირჩის” წარმომადგენლები იქიდან გამომდინარე, რომ მათ უკვე მიმართეს ცესკო- ს განცხადებით და დაიტოვეს ის რიგითი ნომრები, რომელიც მათ წინასაპარლამენტო არჩევნებში ჰქონდათ მინიჭებული.
თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკური პარტიები მომაწილეობას მიიღებენ შემდეგი ნომრებით:
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” –41;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”- 5;
„ევროპული საქართველო”-2 ;
„პატრიოტთა ალიანსი”-8;
“გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი”-1;
„ლელო საქართველოსთვის”-9 ;
„გირჩი”-36; (იაგო ხვიჩია)
„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები”-7;
„ევროპელი დემოკრატები”-6 ;
„ლეიბორისტული პარტია”- 10;
„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”-4;
„რესპუბლიკური პარტია”-11;
„კანონი და სამართალი”-12;
„პროგრესი და თავისუფლება”-21.