თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სააგენტო დევნილ ქალთა პროექტებს დააფინანსებს


  • იძულებით გადაადგილებულ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამას ფარგლებში,  წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად 94 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.  

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანს დევნილი ქალების თვითდასაქმების მხარდაჭერა და ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რაც მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.  

“სხვადასხვა პროფესიული საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოების მიზნით, პროგრამის გამარჯვებულ ბენეფიციარებს დევნილთა სააგენტო ტექნიკას, დანადგარებსა და სახელობო იარაღებს გადასცემს. 

საგრანტო პროგრამა დევნილთა სააგენტოს მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) რეგიონული პროგრამის “ქალთა ლიდერობის გაძლიერება მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის” ფარგლებში, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის გამარჯვებულთა სია შეგიძლიათ იხილოთ აქ,


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

16 − 7 =

Akismet ანტისპამი