თვალები – ავადმყოფობის სარკე


თვალები – არა მარტო სულის სარკეა, არამედ ჯანმრთელობისაც. მათ შეუძლიათ “მოგიყვეთ” დიაბეტის ან თუნდაც მაღალი ქოლესტერინის შესახებ. როგორ გავიგოთ, სინამდვილეში რა გვჭირს?
A ვიტამინის უკმარისობა
თუკი ძალიან გიშრებათ თვალები, ესე იგი, ორგანიზმი ცოტა რაოდენობით ცრემლს გამოყოფს. ეს კი A ვიტამინის დეფიციტის ნიშანია. სრულიად საკმარისია რამდენიმე თვალის წვეთი და სტაფილოს სალათა.

საცრემლე არხი დაკეტილია
თუკი თვალები გიცრემლიანდება ხშირად, თუმცა ცრემლები არ მოგდის, დიდია იმის ალბათობა, რომ საცრემლე არხი არ ფუნქციონირებს. როგორც წესი, ეს ჩვილებში ხშირია, თუმცა ზრდასრულებსაც ახასიათებთ.
მიზეზი – თავის ტვინზე ოპერაცია, სიმსივნე, ინფექციაა. მოკლედ რომ ვთქვათ, უმჯობესია, ექიმთან ვიზიტი ჩანიშნოთ.

ინფექცია
ზოგიერთი ინფექცია თვალის გარსის სიწითლეს იწვევს და უშუალოდ თვალის გუგაზე თეთრი წერტილების გაჩენას. ეს განსაკუთრებით ხშირია ლინზების მომხმარებლებში, რომლებიც არ იცავენ ჰიგიენის ნორმებს.

სტრესი

გამოიხატება იმაში, რომ თვალი “თამაშს” იწყებს. თუკი სხვა სიმპტომები არ აგეღნიშნებათ, პირდაპირ ექიმთან გაქცევა არ არის საჭირო. შეეცადეთ, ცოტა დაისვენოთ.

დიაბეტი და არამარტო

ეს შესაძლოა გახდეს მხედველობის გაუარესების მიზეზი, კატარაქტის ან მხედველობითი ნერვის პრობლემის მიზეზიც და კიდევ დიაბეტის სიმპტომიც კი. ამიტომ უმჯობესია, მიაკითხოთ ექიმს.

მაღალი ქოლესტერინი
ამაზე მიგანიშნებთ თეთრი წრე თვალის გუგის გარშემო. ამიტომ უმჯობესია გაესინჯოთ ოფთალმოლოგს.

ყვითელა

სისხლში ბილირუბინის ნაკლებობის გამო თვალის გუგის გარსი ყვითლდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ღვიძლი ვერ ართმევს თავს სწორად ფუნქციონირებას. უშუალოდ ყვითელა ზრდასრულებში იშვიათია, თუმცა, შესაძლოა, გახდეს ჰეპატიტის ან ღვიძლის უკმარისობის ნიშანი.

ძილის უკმარისობა

თუკი თვალები გიწითლდება, თითქოს ქვიშა შეგეყარა, სავარაუდოდ, უბრალოდ ცოტა ხანს გძინავს.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!