თეონა ქარდავამ მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართა


 დღეს, სამოქალაქო აქტივისტმა, თეონა ქარდავამ, მერის მოვალეობის შემსურლებელს მაიზერ ნანავას შეახსენა მისი მისამართით გაკეთებული განცხადება და ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის გადაყენების მოთხოვნით.   როცა მერის მოვალეობის შემსრულებელი მუნიციპალიტეტის საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშს წარადგენდა, თეონა ქარდავამ ის პოლიეთილენის ბრეზენტები მიიტანა სხდომათა დარბაზში, რომლითაც დევნილთა საცხოვრებელი გადახურეს. ამ ფაქტით აღელვებულმა, მაიზერ ნანავამ შეხვედრის მსვლელობისას, ზოგადად თქვა, რომ ზუგდიდის მოსახლეობის 95% ინტელექტია, 5% გიჟია. როგორც ჩანს, ეს განცხადება თეონა ქარდავამ საკუთარ თავზე მიიღო და დღევანდელი აქციის მიზეზი სწორედ ეს გახდა. სამოქალაქო აქტივისტს პროტესტის ნიშნად უნდოდა მერიის შენობაზე პლაკატის გაკვრა წარწერით: “ქაჯეთის ციხე”, მაგრამ მას, ამის უფლება დაცვამ არ მისცა. “დიახ, ალბათ ის 5% კი არა, უფრო მეტი ვართ გიჟები, გიჟები ოღონდ სამშობლოს სიყვარულში, თავისი ქვეყნის კეთილდღეობის ბრძოლაში. ამ გიჟებმა მოიტანეს 2012 წლის გამარჯვება ჯალათებზე, იმ ცხრა წლიან რეჟიმზე და ამ ადამიანებს დღეს, ასე, რომ ექცევიან “ქაჯეთის” და არა მერიის თანამშრომლები, უნდა დაისაჯონ. ადამიანები, მოქალაქეები ნახავენ, რომ ამ წმენდას “ქართული ოცნება” აანონსებს, თავისი რიგებიდან იწყებს. პარტიული მანდატები ვერ უშველის ამ ხალხს, რომ თავიანთ ქმედებებზე პასუხი აგონ. გამოვლენ მეორე ტურში და არ მისცემენ “ნაციონალურ მოძრაობას” რეინკარნაციის და პოლიტიკურ ველზე დაბრუნების საშუალებას. ჩემნაირი მოქალაქეების იმედი უნდა ჰქონდეთ, რომლებიც პირველ ტურში გავიდნენ და ყველანი ერთად გადახაზეს. მეორე ტურში უამრავი ადამიანი გამოვა, თუ თქვენ დასჯით ამ ადამიანებს. ჩემი როგორც მოქალაქის მოთხოვნაა, სასწრაფოდ გადააყენეთ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა. მე ფსიქიატრიულ დაწესებულებას არ მივაყენებ შეურაცყხოფას, იმიტომ, რომ იქ ბევრად გონიერი და კარგი ადამიანები გადიან რეაბილიტაციის კურსს, ვიდრე ზოგიერთი თანამშრომელი, რომელიც აქ მუშაობს. ეს არის “ქაჯეთის ციხე” და მაიზერ ნანავა არის “ქაჯეთის მეფე”.- უთხრა ჟურნალისტებს თეონა ქარდავამ.

სამოქალაქო აქტივისტს არ უპასუხეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!