თენგიზ ჯგუშია “თაუნ პარკის” დაწესებულ გადასახადებს აპროტესტებს


დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ, ზუგდიდის საოლქო პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრიფინგი გამართა. მან „თაუნ პარკის“ დაწესებული გადასახადები გააპროტესტა და ლობირებაში დაადანაშაულა მხარის გუბერატორი ლევან შონია და „ტყის ძმების“ ყოფილი მეთაური დათო შენგელია.

“ზუგდიდელ მოქალაქეებს ახდევინებენ ორ ლარს ხუთი წუთით მანქანის გაჩერებისთვის. მოქალაქეები არიან უკმაყოფილოები, მაგრამ ვერ იღებენ ხმას იმის გამო, რომ პირდაპირ საქმე აქვთ თაღლითებთან, ყაჩაღებთან, დაკანონებულ კორუფციასთან და კრიმინალთან. მე თენგიზ ჯგუშია, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველ ჩამოსვლაზე, ასეთი თემების მიმართ ვიქნები ძალიან  სენსიტიური და წინააღმდეგოებრივი. დღეს ვიწყებ მოძრაობას , რომ ზუგდიდმა არ გადაუხადოს თაღლითებს ორი ლარი.IMG_4009

მისი განმარტებით, ზუგდიდში დღეს ბიზნესების უმეტესობას კრიმინალური და კორუფციული სქემით მართავს მხარის გუბერნატორი ლევან შონია და მისი პარტნიორი დათო შენგელია. „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა კედიას ქუჩაზე მოუწოდა მძღოლებს და დაარიგა პლაკატები წარწერით: „არ გადაუხადო 2 ლარი შონია-შენგელიას.“

მოგვიანებით, თენგიზ ჯგუშიამ გადაინაცვლა გუბერნიისკენ. მან მხარის გუბერნატორი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა კრიმინალში და კორუფციაში. „კრიმინალო შონიავ, გომელაურის და ტაბატაძის მიერ ჩამობლაყუნებულო ზუგდიდში და სამეგრელოში, გაგაგდებ აქედან და შენი მომავალი გაიტესტება. შენი მორალი ციხეზე, ცხრაკლიტურში ორთაჭალის ან გლდანის“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=8h-oEMmkDbc[/embedyt]

თავის მხრივ, ბრალდებებს უპასუხეს გუბერნიაში. მხარის პრესსამსახურის განცხადებით: “თენგიზ ჯგუშიას ბრალდებები ყოველგვარ სიმართლეს მოკლებულია, მას მსგავსი არასერიოზული განცხადებები არაერთხელ გაუვრცელებია, რაზეც საზოგადოებამ კარგად იცის. რაც შეეხება “თაუნ პარკს”, მისი მფლობელების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და მათთან პირადი ან ირიბი კავშირი გუბერნატორს არასდროს  ჰქონია. თენგიზ ჯგუშიას ქმედებები მხოლოდ მისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს და მიზნად გუბერნატორის საქმიანი იმიჯის შელახვას ისახავს”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!