საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვას მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლეში ესწრებოდნენ საჯარო სამსახურის ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები. მათ შეეძლოთ საკონსტიტუციო ცვლილებებთნ დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებები გამოეხატათ და შეკითხვა დაესვათ.
“სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელს თენგიზ ჯგუშიას შეკითხვა ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან და პრეზიდენტთან. დარბაზში მყოფებმა მას რამდენჯერმე შეაწყვეტინეს საუბარი, მაგრამ მაინც დასვა შეკითხვა. შეხვედრიდან გამოსულმა ჯგუშიამ ჟურნლისტებთან აღნიშნა, რომ დარბაზი „ზონდერებით“ იყო სავსე. „არ უნდა იყოს დისკრიმინაცია “შენ ზევითა ხართ, ჩვენ ქვევით”. ზევით ისხდნენ პომპეზურად ბესელია, ძიძიგური და ხალხი ჭყლეტაში იყოს მიკროფონებთან დგომაში, ზურგშექცევით ელაპარაკებოდნენ საზოგადოებას. ჩვეულებრივ მოქალაქეს უნდა შეეძლოს ტრიბუნაზე ასვლა. პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეს უნდა აძლევდნენ მიკროფონს. დაცვით იყო გადაკეტილი სცენაზე ასავლელი გზა.“ მისი თქმით, მის გვერდით ისხდნენ ქალბატონები, საკრებულოს თვმჯდომარე, რომლებიც ცდილობდნენ მის პროვოცირებას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=QdEHwOfPIXw[/embedyt]
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა მაია კალანდიამ დღევანდელი შეხვედრა შეადარა მსახიობებს ედუარდო დე ფილიპოს და მან პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=xZIubgXbiKU[/embedyt]