თენგიზ ქობალიას ოჯახმა აქცია გამართა


დღეს, ზუგდიდის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის თენგიზ ქობალიას ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა, სუს-ის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციაზე იმყოფებოდა თენგიზ ქობალიას დედა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვდა. შეკრებილებს სუსი-ის შენობის წინ საავტომობილო გზაც გადაკეტილი ჰქონდათ. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია. აქციაზე თენგიზ ქობალიას დედა, აზა ჯოლოგუა რამდენჯერმე გახდა შეუძლოდ. აქცია ამ დროისათვის შეწყვიტეს დაკავებულის ოჯახის წევრებმა. როგორც შეკრებილებმა ჟურნალისტებს უთხრეს, აქციას დროებით წყვეტენ. ” ხვალ-ზეგ ჩვენ უფრო მეტი ვიქნებით. ჩემი შვილი უდანაშაულოა და ის უნდა გაათავისუფლონ“, – უთხრა ჟურნალისტებს თენგიზ ქობალიას დედამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!