თემურ ვეკუას მორიგი საჩუქარი დადიანების სასახლეს


  • დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ბიბლიოთეკას თბილისში მოღვაწე, ზუგდიდელმა მეცნიერმა და ქველმოქმედმა თემურ ვეკუამ საჩუქრად გადასცა მე-10 საუკუნის ხელნაწერი წიგნის – “ტბეთის ოთხთავის“ ფოტოტიპური გამოცემა.

დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თემურ ვეკუამ არაერთი უნიკალური გამოცემა აჩუქა ბიბლიოთეკას.

ინფორმაციისთვის: ,,ტბეთის ოთხთავი“ ერთ-ერთი უძველესი თარიღიანი ხელნაწერია. ოთხთავი გადაწერილია ტბეთში, 995 წელს, დავითისა და არქიპოსის მიერ, დავით III-ის კურაპალატობისა და იოანეს ეპისკოპოსობის ჟამს.

ხელნაწერი წიგნის ორიგინალი დაცულია სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის ნაციონალური ბიბლიოთეკის, იოანე ბატონიშვილის კოლექციაში. წიგნის დიგიტალური ასლი საქველმოქმედო ფონდმა ,,ხარებამ“ შეიძინა, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის.

2023 წელს, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამოსცა ,,ტბეთის ოთხთავის“ ფოტოტიპური ვერსია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!