- გამოცხადდა ლიტერატურული პრემია “საბას” 2023 წლის ფინალისტები. მათ შორის, ორი ჩვენი თანამემამულეა.
წლის საუკეთესო პოეტური კრებულის ფინალისტები არიან: თემურ ელიავა, „ყვავების ფოსტა“ (ინტელექტი) და ნიკა ლაშხია, „არ დაელოდო ანგელოზებს“ (ინტელექტი).
ინფორმაციისთვის: „საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-მდე წიგნი განიხილა, 196 პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ).
ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტტის ბიბლიოთეების მართვის ცენტრი.