- 25 ივლისს, თელავში თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსია, ხუთშაბათის შეხვედრების მორიგი სესია ჩატარდება.
ხუთშაბათის შეხვედრების ფარგლებში, მრგვალი მაგიდის გარშემო სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები ბიზნესისთვის საინტერსო თემაზე დისკუსიას მართავენ. ამჯერად სადისკუსიო თემა იქნება – როგორ გავყიდოთ მეტი?
თემა საინტერესოა აგრო მეწარმეებისთვის, რომლებსაც თავიანთი საქმიანობის განვითარება სურთ და გაყიდვების ალტერნატიულ არხებს ეძებენ.
ხვალინდელი დისკუსიის სპიკერები იქნებიან: ვანო იოსელიანი, სუპერმარკეტების ქსელ „ნიკორას“ წარმომადგენლი; ალექსანდრე გოგიაშვილი, „სილქ ჰოსფითალითის“ წარმომადგენელი და თამარ ნოზაძე, ექსპერტი სურსათის უვნებლობის საკითხებში.
შეხვედრის დროს სპიკერები ისაუბრებენ იმ კრიტერიუმებზე, რომლებსაც აგრო პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს, რომ მოხვდეს მსხვილ ობიექტებში, რა მნიშვნელობა აქვს აგრო მეწარმეებისთვის მსხვილ ობიექტებთან პარტნიორობას და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქტი მისი ფართომასშტაბიანი რეალიზაციისთვის.
შეხვედრაზე რეგისტრაციის მსურველები ეწვიეთ ბმულს:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdorSiA3GZEEzsZ32zWBYhgcdFrfOS42x_HR5bLXhKsucWzJQ/viewform?usp=send_form