- აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სამშაბათს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, შეხვედრის მიზანია, ხაზი გაესვას შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, როდესაც ისინი თავს იცავენ რუსეთის სასტიკი შეჭრისგან.