ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში განახლდა სადემონტაჟო სამუშაოები, რომელიც ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს, ამის შემდეგ, კი დაიწყება ახალი შენობის მშენებლობა. მშენებლობა, სავარაუდოდ, 2020 წლის ბოლოსთვის დასრულდება. რეკონსტრუქციისთვის 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
ახალ თეატრს ექნება ევროპული სტანდარტების ორი დარბაზი. დიდი დარბაზი გათვლილია 370 მაყურებელზე, მცირე დარბაზი კი 130 მაყურებელზე. თეატრს ექნება სახელოსნო, საგრიმიორო, სამკერვალო, საკონფერენციო დარბაზი, კაფე, განთავსდება სასტუმრო. გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის. დამონტაჟდება განათების, გახმოვანების უახლესი აპარატურა.
ამჟამად, თეატრი სპექტაკლებს ზუგდიდის ყოფილი კულტურის სახლში მართავს.