თეატრალური საზოგადოების წოდება “ამაგდარი” გადაეცა ბელა ქობალიას


ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის  ბურალტერს ბელა ქობალიას (მაქაცარიას) თეატრალური საზოგადოების წოდება “ამაგდარი” გადაეცა. თეატრალური საზოგადოების წოდება “ამაგდარი” გადაეცა საქართველოს სხვადასხვა თეატრში მომუშავე 24 ადამიანს.

14 იანვარს, ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, “საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში ქართული თეატრის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!