ზუგდიდში, პირველად „თაფლის ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალი მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას. კერძოდ, თაფლის წარმოების, როგორც დარგობრივი მიმართულების პოპულარიზაციას მუნიციპალიტეტში.
ფესტივალი 2018 წლის 31 ივლისს, მე-2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება და ის ყოველწლიურად გაიმართება.