” თანაზიარის” წინასააღდგომო შეხვედრა ბენეფიციარებთან


  • რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრმა “თანაზიარმა”, პროექტის ფარგლებში, რესტორან “ელ ბარკოში” მოიწვია ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა ოჯახის წევრები.

“ელ ბარკოს” სამზარეულოს ჯგუფმა, მათ მასტერკლასი ჩაუტარა და შესაძლებლობა მისცა შეესწავლათ სახელდახელოდ რამდენიმე კერძის მომზადება, მათ შორის, იყო “გებჟალია” და ხილის ასორტი, რომელიც სააღდგომოდ დაამშვენებს ბენეფიციართა ოჯახის სუფრას.

შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს დაურიგდათ საჩუქრები.

როგორც “თანაზიარის” ხელმძღვანელმა ხათუნა ბეჭვაიამ “ზუგდიდელებთან” საუბარში აღნიშნა: “პროექტი არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული. უკვე ორი წელიწადია მიმდინარეობს. გაგრძელდება წლის ბოლომდე. პროექტის მიზანია პრობაციონერთა რესოციალიზაცია საზოგადოებაში და მათი მხარდაჭერა. პროექტი აქტიურ ფაზაშია.  გათვალისწინებულია პროექტის ფარგლებში გაიცეს მინი გრანტები ბენეფიციარებისთვის. არის სამედიცინო დახმარება და წამლებით უზრუნველყოფა, ახალი პროფესიის შერჩევის  შესაძლებლობა მათთვის. დღეს, ბენეფიციართა ბავშვებს გადაეცათ სააღდგომო საჩუქრები. პროექტის ფარგლებში, მათთვის დაგეგმილია არაერთი აქტივობა”.

თამუნა მანია,

მარიკა თოდუა,

მარიამ არდაშელია

ფოტოები: ანა ჯალაღონიასი

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!